ზუგდიდი-თბილისის სამგზავრო მატარებელი ზუგდიდში ავტომანქანას შეეჯახა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის რკინიგზის სადგურის მახლობლად მოხდა.
როგორც “ფორტუნას” სასწრაფო-სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს, დაშავებულია ერთი ადამიანი და ის მრავლობითი ტრავმით “ევექსის” კლინიკაშია გადაყვანილი.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან”, სალომე ფაცაცია მართავდა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, ასევე პოლიცია.
“ფორტუნა” განახლებულ ინფორმაციას დეტალების გარკვევისთანავე შემოგთავაზებთ.