ზუგდიდში, საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა ხმაურსა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საარჩევნო კომისიის წევრმა, „ნაციონალური მოძრაობიდან“ დამატებით საკითხად საოლქო კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა.
ოპოზიციის წარმომადგენლები სხდომაზე დამატებით საკითხად იმ ვიდეომასალის განხილვას ითხოვენ, რომელიც მათი მტკიცებით, იმ ფაქტებს ასახავს, თუ რა ვითარებაში გაიცა საოლქოდან ბეჭდები.
დაპირისპირებას სხდომის დაწყების წინაც ჰქონდა ადგილი, რა დროსაც უცნობი პირი პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობისთვის დააკავა.
ზუგდიდში დაძაბულობა გუშინაც იყო. ოპოზიციონერები საკრებულოს საგანგებო სხდომის გამართვას ითხოვდნენ, თუმცა შენობაში არ შეუშვეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.
