LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრი აშენდება

83
ipiccy-image

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრის, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკისა და მუზეუმის მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.

ახალგაზრდული ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის ფარგლებში აშენდება. პროგრამა, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არა ერთი ინფრასტრუქტურული ობიექტის განვითარებას მოიცავს, კერძოდ, ახალგაზრდულ ცენტრში მოეწყობა: სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკის არქივი, მუდმივი ან დროებითი საგამოფენო სივრცე, საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის, სივრცე ინტერაქტიული სწავლებისთვის და კაფე.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 13 მილიონ ლარია.

ტენდერთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://mdf.org.ge/?site-lang=ka&site-path=tenders/current_tenders/&id=4381

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g