LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ბეჟაშვილი: „ამირჩიეს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ავტორთა საბჭოში…“

225
ზუკა

ზუკა ბეაჟაშვილი საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის ავტორთა საბჭოში აირჩიეს.

ამის შესახებ ის თავად წერს:

„საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საერთო კრებაზე, როგორც GMI Rights Management-ს დირექტორი, ამირჩიეს ასოციაციის ავტორთა საბჭოში.

მადლობა მინდა გადავუხადო ავტორებს ამ ნდობისთვის! დიდი პატივია!

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც მუსიკალური გამომცემლობის წარმომადგენელი ირჩევა კოლექტიური მართვის ორგანიზაციის მმართველ ორგანოში“.

ახლახან თათა სადრაძის გადაცემაში სტუმრობისას, ზუკა ბეჟაშვილმა GMI Rights Management-ის მიზნებზე ისაუბრა:

„ჩვენი კომპანია საავტორო უფლებებს იცავს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მართლაც ფასდაუდებელი კულტურული საგანძურის მფლობელები ვართ, რადგან ჩვენს კატალოგში ყველა ქართველი კომპოზიტორის, ყველა ხელოვანის, ტექსტისა და კომპოზიციის ავტორის ნამუშევარია თავმოყრილი, ანუ ჩვენი კომპანია საქართველოში შექმნილი მუსიკალური მემკვიდრეობის 80%-ს ფლობს. მართალია, უამრავი პროექტი გვაქვს, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ძველი შედევრების გაცოცხლება და მსმენელისთვის მათი ახლებურად შეთავაზებაა…“

„ჩვენი მთავარი მიზანი ძველი შედევრების გაცოცხლება და მსმენელისთვის მათი ახლებურად შეთავაზებაა” – ზუკა ბეჟაშვილი, იორგი როშჩუპკინი და გიგა ჯალაღონია „არტ-FM“-ში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g