LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ბერძენიშვილის შეურაცხყოფას ლაშა ტალახაძემ უპასუხა: „რა უნდა შესთავაზონ, რომ გახარიას ამოუდგეს გაბადრული…“

929
talaxadzenws

მსოფლიო ჩემპიონ ლაშა ტალახაძეს სამოქალაქო აქტივისტი და დავთ ბერძენიშვილის ვაჟი, ზუკა საჯაროდ დაუპირისპირდა. მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელიც სწორედ ლაშას მიუძღვნა და დაწერა, რომ მისგან ბავშვებმა მაგალითი უნდა აიღონ, მაგრამ ის უზნეო ადამიანია. ის მიანიშნებს ფოტოზე, რომელზეც ლაშა ტალახაძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან ერთად არის გადაღებული.

გთავაზობთ ზუკას სტატუსს:

„ადამიანად თუ არ ვარგიხარ, რა ჯანდაბად მინდა შენი მიღწევები და ჩინ-მედლები. ბავშვებმა უნდა შემოგხედონ, მაგალითი უნდა აიღონ, ეგეთი უზნეო თუ ხარ, მირჩევნია ვერაფერს მიაღწიო ცხოვრებაში, რომ მახინჯი გავლენაც ვერავიზე გქონდეს… მოძალადისთვის მიჩენილი ადგილი გაცილებით მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის, ვიდრე თუნდაც ოლიმპიადაზე გაჟღერებული საქართველოს ჰიმნი. თორემ ეგრე სიმძიმე ჩემი მეზობელი კოსტას მხრებზე უნდა ნახო, მარა რა უნდა შესთავაზონ, რო გახარიას ამოუდგეს გვერდში გაბადრული. კაშიას ერთი სუფთა ვარდნა რომ მირჩევნია ტალახაძის ყველა აქამდე დამყარებულ თუ აწი დასამყარებელ რეკორდს, მაგას მოგახსენებთ. და თუ ვინმე ვერ აცნობიერებს ამისთანას მაინც რას ვერჩი, იმ გულისამრევი ფოტოს (იმდენად, რომ არც ვაზიარებ) ქვეშ Natia Letodiani ს მიერ დასმულ შეკითხვას გავიმეორებ:

კაია ორი თვალით ცხოვრება, ბიჯებო?!.“

ლაშა ტალახაძემ ზუკა ბერძენიშვილს „ფეისბუქის“ საშუალებით უპასუხა:

„ესეთ მაგარი ბიჭი სადმე გადაგეყრება, დედას უტირებ, მერე შენი ბრალია ,ძალადობ ან კუნთებზე იყურები. მინდა, მადლობა გითხრათ მეგობრებო გვერდში დგომისთვის. ამასთან ერთად, მინდა გთხოვოთ, რომ არ მიაქციოთ ყურადღება ასეთ უმადურ და გაბოროტებულ ადამიანებს. მათ სურთ, მაგარი ბიჭები გამოჩნდნენ და პიარი გაიკეთონ არაჯანსაღი კრიტიკით:)“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები