LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი ბენდთან ერთად კონცერტისთვის ემზადება – „გიოს მერე ეს ჩემთვის რთულია…“

zuka-xucishvili

ზუკა ხუციშვილი სცენაზე ახალი პროგრამით ბრუნდება. ამის შესახებ მან „იმედის დღეში“ ისაუბრა. 1-ელ იანვარს მას „ოტიუმში“ ბენდთან ერთად კონცერტი ექნება.

ზუკა ხუციშვილი:

სიმართლე გითხრათ, ახლა უფრო ვნერვიულობ, ვიდრე ბავშვობაში. მაშინ ვერ ვიაზრებდი ამხელა აუდიტორიის წინაშე დგომას, ეს ტკბილი მოგონებებია, მაგრამ ახლა ბევრად დიდი პასუხისმგებლობა მაქვს. გიოს მერე ეს ჩემთვის რთულია. ბევრი ფაქტორი მიშლის ხელს, რომლებიც უნდა დავძლიო და გადავლახო. ბევრად მეტი პასუხისმგებლობაა მსმენელის მიმართ, ამაში დარწმუნებული ვარ. ბევრი რამ მაქვს დასამტკიცებელი, იმედია, ხალხსაც დავუმტკიცებ და მამაჩემსაც, მინდა, ჩემით იამაყოს.

მამის ქებად არ ჩამომართმევთ, ის იყო კედელი და მთა, ისეთი ადამიანი იყო, არაფრის დამტკიცება არ სჭირდებოდა. ხალხს უყვარდა და ხალხი უყვარდა. რამდენი დროც უნდა გავიდეს, ეს ტკივილი  არ განელდება, მაგრამ რაც ვისწავლე და ჩემთვის მნიშვნელოვანია, არ მივცემ უფლებას, რომ გიოს სიმღერები დავიწყებას მიეცეს და მტვერი დაედოს. მისი ბენდის წევრებთან ერთად გავაგრძელებ იმ საქმეს, რასაც გიო აკეთებდა.

შევეცდები, რომ მამაჩემის ასლი არ ვიყო და ჩემი სიტყვა ვთქვა…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g