LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუკა ხუციშვილი: „შვილი შვილია, მაგრამ ბიჭი იმიტომ გამიხარდა, რომ მამაჩემის სახელი დავარქვი… გამიხარდება, თუ გოგონაც გვეყოლება“

260
ზუკა ხუციშვილი

მომღერალი ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „სარკის“ ახალ ნომერში რუბრიკის – „ოჯახური სიხარულის“ სტუმარია.

ჟურნალთან ინტერვიუში ზუკა ხუციშვილი საუბრობს, თუ როგორ შეცვალა მისი ცხოვრება შვილის – პატარა გიოს დაბადებამ. როგორც მომღერალი აღნიშნავს, შვილის აღზრდა მისთვის დიდი ბედნიერება და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაცაა.

ექსკლუზიური ფოტო/ვიდეო – ზუკა ხუციშვილი იდეალური მამაა: „ნელ-ნელა გვემსგავსება ყველას. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს ახლავს პატარა სევდა, ბაბუას ვერ გაიცნობს და ვერ ჩაეხუტება, მაგრამ ყოველთვის ვეტყვი და მოვუყვები, როგორი მაგარი ბაბუა ჰყავდა…“

შეკითხვაზე – აქვს თუ არა მნიშვნელობა შვილის სქესს, ზუკა ხუციშვილი აღნიშნავს:

„მე არ მესმის შვილების დაყოფა გოგოდ და ბიჭად. შვილი შვილია, მაგრამ ბიჭი იმიტომ გამიხარდა, რომ მამაჩემი გარდაცვლილია და მისი სახელი დავარქვი.

ვერასდროს ვხედავდი განსხვავებას, შვილი ბიჭია თუ გოგო. ბავშვს გიო რომ დავარქვი, ეს იყო მნიშვნელოვანი ჩემთვის. გამიხარდება, თუ გოგონაც გვეყოლება. თუ არ გვეყოლება, ვერაფერს ვიზამთ. ჩემთვის მთავარია, პატარები ჯანმრთელები იყვნენ“, – აღნიშნავს ზუკა ხუციშვილი ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში.

ვიდეო: პატარა ნიჭიერი დრამერი – ჯუნიორი გიო ხუციშვილის სახალისო კადრები

მაია ჯორჯაძე: „გიოს სულ ჰქონდა ოცნება, რომ ზუკას შვილს მოსწრებოდა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g