LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ბატიაშვილი: “ერთობისკენ მოუწოდებდე და ალტერნატიულ მიტინგს აანონსებდე, მინიმუმ მავნებლობაა…სალომეს ქმედებები უფრო ოლიგარქის გადარჩენის მცდელობაა”

120
BeFunky-collage (5)

“ერთობისკენ მოუწოდებდე და ალტერნატიულ მიტინგს აანონსებდე, მინიმუმ მავნებლობაა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ექსპერტი ზურა ბატიაშვილი წერს.

როგორც ბატიაშვილი აღნიშნავს, პრეზიდენტის ქმედებები “ოლიგარქის გადარჩენის მცდელობაა”.

“რატომ არ მივდივარ სალომეს აქციაზე?

1. ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებისგან (რომლის ნაწილიც სალომეცაა) ითხოვდა რეფორმების გატარებას და არა მიტინგის ჩატარებას;

2. როდესაც პრეზიდენტს მართალია შეზღუდული, მაგრამ მაინც აქვს გარკვეული ბერკეტები სამოქმედოთ (მაგალითად შეწყალება), იგი უნდა დაკავდეს საქმით და არა მიტინგების ორგანიზებით;

3. სალომეს ქმედებები უფრო ოლიგარქის გადარჩენის მცდელობაა. აკი თქვა კიდეც, რომ “ოცნების” მთავარი დანაშაული ის ყოფილა, რომ ვერ უზრუნველყვეს, რომ ოლიგარქი დასანქცირებულთა სიაში არ მომხვდარიყო;

4. მიტინგზე მივიდეთ და არაფერი ვთქვათო. ანუ არავინ გაბედოს იმის თქმა, რაშია პრობლემა, რატომ არ გვაძლევენ სტატუსს. ეს კი პირდაპირი ცენზურა და ხელისუფლების წესებით თამაშია;

5. ერთობისკენ მოუწოდებდე და ალტერნატიულ მიტინგს აანონსებდე, მინიმუმ მავნებლობაა.

კიდევ ბევრის ჩამოთვლა შეიძლებოდა, მაგრამ აღარ გადაგღლით.

ასე, რომ ნამდვილი მიტინგი არის 20-ში, 20:00-ზე.” – წერს ზურა ბატიაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g