LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ცინცქილაძე: „მანქანა მაჩუქეს. ძველი მანქანა მყავდა და როგორც ჩანს, მათთან ჩემი მანქანით რომ მივდიოდი, რცხვენოდათ…“

496
ზურა ცინცქილაძე

მსახიობი ზურა ცინცქილაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში იხსენებს, როგორ აჩუქეს მანქანა მეგობრებმა.

– მოგიგიათ ან გიპოვიათ რამე?

– ერთი ლარიც რომ მოვიგო, ძალიან მიხარია და ყოფილა ასეთი შემთხვევა. უამრავი გასართობი თამაში არსებობს, მაგრამ წაგებას იმდენად ვერ ვიტან, შეიძლება, გული გამისკდეს, ამიტომ არც მოგება მინდა, მირჩევნია, ახლოს არ გავეკარო. ხომ ვიცი, რომ იმ მოგებას აუცილებლად მოჰყვება წაგება.

როგორ დაკარგა სიკეთის გამო მსახიობმა ზურაბ ცინცქილაძემ სახლი – „ღმერთმა შეარგოთ-მეთქი, ამის თქმამდე ჯერ ვერ მივედი“

ახლა შეიძლება, ითქვას, ბათუმში რესტორანი იქნება, გავლა-გამოვლა თუ უცხოეთში დასვენება, ამისთვის ფულის დახარჯვა არ მჭირდება. ყველგან მეპატიჟებიან. თუ რამე, უკვე პენსიაც დიდი მაქვს. მე ხომ პარლამენტის წევრი ვიყავი და მთელი ათასი ლარი მაქვს (იცინის). შვილებსა და შვილიშვილებს თუ დავეხმარები, თორემ მე თვითონ ფულის ხარჯვა არაფერში აღარ მჭირდება. ამას წინათ სერგო ხიმშიაშვილმა, ჩემმა მეგობარმა, გააკეთა ორგანიზება ისე, რომ მანქანა მაჩუქეს. ძველი მანქანა მყავდა და როგორც ჩანს, მათთან ჩემი მანქანით რომ მივდიოდი, რცხვენოდათ (იცინის). ადგნენ და კარგი თეთრი „ჯიპი“ მაჩუქეს. ძალიან მოულოდნელი იყო. თან კარგი სცენა გაითამაშეს. დამიძახეს, ეს მანქანა ბენზინგასამართ სადგურზე მიიყვანე და მერე უკან წამოიყვანეო, ბენზინის ფული მომცეს, მერე რომ ვკითხე, სად დავტოვო ეს მანქანა-მეთქი, მიპასუხეს, სადაც გინდაო, სახლში მიიყვანეო. კიდევ არ მეუბნებიან არაფერს. მეორე დღე გათენდა და მეუბნებიან, მოიყვანე ერთი ეს შენი მანქანა, ვნახოთ, როგორ დადისო. რა ჩემი მანქანა-მეთქი? (იცინის)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები