ზურა დოიჯაშვილის მეუღლე, ქეთი ვადაჭკორია მეუღლის შესახებ ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს. ის აღნიშნავს, რომ მეორე ნახევრის გვერდით რეანიმაციაში დიდი დრო, 247 დღე გაატარა.
ქეთი ვადაჭკორია საუბრობს იმის შესახებაც, რომ ბინის საკითხი კვლავ მოუგვარებელია, ამიტომაც თავად ნაქირავებ სახლში ცხოვრობს, თანხას კი ზურას მეგობრები უხდიან.
ქეთი ვადაჭკორია:
ზურა ოცნებობდა, საქართველოში ცოცხალი დაბრუნებულიყო. ეს სურვილი ვერ ავუსრულე. მცდელობა ძალიან დიდი იყო, მაგრამ ვერ მოხერხდა. ცოცხალი ზურა თბილისში ვერ ჩამოვიყვანე. ეს ჩემს ძალებს აღემატებოდა, თორემ უკან ვერაფერზე დავიხევდი…
იმ პერიოდში, როდესაც ზურა გარდაიცვალა, სამივე შვილი საქართველოში იყო და ვერ შეძლეს მამასთან გამომშვიდობება, მხოლოდ და მხოლოდ ყურმილის მიდებით. ზურას ბოლო რამდენიმე დღე აღარ ესმოდა, თორემ მანამდე იგებდა, რასაც ველაპარაკებოდი…
ამ წუთას ნაქირავებში ვარ. ბინა ზურას მეგობრებმა მიქირავეს. სახლთან დაკავშირებული პრობლემა პრობლემად დარჩა. ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად მნიშვნელოვანი იყო, ამისთვის ნამდვილად აღარ მეცალა. ჩემი მიზანი იყო, ზურა ეტლში ჩამჯდარიყო და ეცოცხლა, თუმცა არ გამოვიდა. ყველაფერზე თანახმა ვიყავი, აპარატით ეცოცხლა, მაგრამ ეცოცხლა, – არც ეს გამოვიდა. ამ ცხრა თვის განმავლობაში ბინაზე ვფიქრობდი-მეთქი, მოგატყუებთ. არც ის ვიცი, რა იქნება მომავალში…“