LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურა გირჩი ჯაფარიძემ თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს… ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ აჰყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია“ – ვოლსკი ოპოზიციაზე

130
გია ვოლსკი, ზურა ჯაფარიძე

„ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ ისეთ მიმართულებას აყვნენ, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია“, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკი ოპოზიციონერი ლიდერების დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირებზე შეკრებილი აქციის მონაწილეები ამ ეტაპზე დაიშლებიან.

„საკვირველია, რომ თავის დროზე, ზურა გირჩი ჯაფარიძემ ახალგაზრდებს მოუწოდა, საკუთარი სხეული გაყიდონ, ადამიანს სიამოვნება გაუკუღმართებული თუ სხვა სექსუალური აქტივობებით მიაღწევინონ და ამით ფული გააკეთონ. მან თავის გარშემო სექტა შექმნა და ახლა ამ სექტასაც ვეღარ ხელმძღვანელობს. ადამიანებს არა ზამთრის სიცივე, არამედ ელემენტარული ლოგიკა უშლით ხელს, რომ აყვნენ ისეთ მიმართულებას, რასაც ქვეყნის ნგრევა ჰქვია. მით უმეტეს, მსოფლიოში პოლიტიკის გადალაგება მიდის, ევროპასა და აშშ-ში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს. იყო ძალიან საეჭვო ადამიანების, ქართველთ მოძულეთა პირდაპირი მოწოდება, რომ ეს ქვეყანა დაანგრიონ, მაგრამ არაფერი შერჩათ ხელში, გარდა იმისა, რომ ბიულეტენის ერთი მხრიდან წერტილმა გამოჟონა. რასაკვირველია ადამიანები მიხვდნენ, რომ არ შეიძლება ეს მუდმივად გაგრძელდეს, რადგან ეს დანაშაულებრივი გეგმა რევოლუციისა, მათ ოჯახებსაც დაარტყამს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ნინო წილოსანი: „ოპოზიცია არა მარტო მორალისგან, ინტელექტისგანაც დაცლილია, ვეჭვობ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის რესურსი შეიძლება ისეთ აქტივობას გასცდეს, რომელიც მან საოკუპაციო ხაზთან მოაწყო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g