LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა გორგაძე: „თითქოს იმ საყოველთაო გაჭირვების დროს, სიყვარულით ნაყიდმა პიჯაკმა და შარვალმა თავისი გააკეთა და რაღაც შედეგიც გამოიღო, ზუსტად ეს იკითხებოდა დედას სიტყვების ქვეტექსტშიც…“

270
ზურა გორგაძე

ზურა გორგაძე გულის ამაჩუყებელ პოსტს უძღვნის დედას და წითელ კოსტიუმს, რომელიც ახლაც ეცვა, როცა ქუთაისში კონცერტი მიჰყავდა და ბავშვობაში, როდესაც დედამ ამავე ფერის პიჯაკი და შარვალი შეუკერა:

„გუშინ ქუთაისქალაქობის შემდეგ ზესტაფონში, ჩემს მშობლიურ სახლში გამოვიარე დედასთან, მამასთან და ბებოსთან და 1 ღამით დავრჩი.

დედა რომ შემეგება. პირველი ის მითხრა:  ბავშვობაში საკონცერტოდ რომ კოსტიუმი შეგიკერე ის გამახსენდა, როგორ გიხდებაო (ზუსტად იმავე ფერში იყო).

სახლს რომ ვუახლოვდებოდი, მეც ზუსტად იგივე გამახსენდა და რაღაცნაირად ნასიამოვნები დავრჩი იმით, რომ თითქოს იმ საყოველთაო გაჭირვების დროს, სიყვარულით ნაყიდმა პიჯაკმა და შარვალმა თავისი გააკეთა და რაღაც შედეგიც გამოიღო, ზუსტად ეს იკითხებოდა დედას სიტყვების ქვეტექსტშიც…

ალბათ, ამიტომ მიყვარს ეს ფერი განსაკუთრებულად…“

ვიდეო: ზურა გორგაძე პირდაპირ ეთერში ატირდა: „დედა, ყველაფერი მახსოვს, ყველაფერს ვხედავ, ათი ცხოვრებაც რომ ვიცხოვრო, შენს ამაგს ვერ გადავიხდი…“

რატომ ჩხუბობენ ზურა გორგაძე და თაკო ჩორგოლაშვილი: „რაც უფრო მეტად გიყვარს ადამიანი, შეიძლება, ერთი პატარა დეტალიც კი საწყენი გამოდგეს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g