LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: ამოცანა რიგგარეშე არჩევნების მიღწევაა…არ დაკარგოთ რწმენა, უნდა გავბევრდეთ – თუ არადა დაელოდეთ მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გაღვიძებას

88
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს და დახმარებას სთხოვს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ხელისუფლება არალეგიტიმურია და არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერ მიიღებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე წერს, ამოცანაა „რიგგარეშე არჩევნების მიღწევა“, რისთვისაც საჭიროა საპროტესტო იდეების ჩამოყალიბება და საპროტესტო აქტივობებში აქტიური მონაწილეობის მიღება.

ჯაფარიძე წერს, რომ „თუ საზოგადოება არცერთის გაკეთებას არ აპირებს, მაშინ „ კავკასიურ ბურიატიაში ან მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გაღვიძებას უნდა დაელოდონ“.

„თუ ფიქრობთ რომ:

1. ხელისუფლება არალეგიტიმურია, რადგან მიიტაცა მინიმუმ ბოლო სამი არჩევნები

2. სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან

3. ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის

4. მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ

5. ივანიშვილის დამარცხება დროში საჩქაროა, რადგან დასავლეთში გახსნილი შესაძლებლობის ფანჯარა შეიძლება მალე დაიხუროს

6. შესაბამისად ამოცანა არის რიგგარეშე არჩევნების მიღწევა რაც შეიძლება სწრაფად

და მზად ხართ მონაწილეობა მიიღოთ პროტესტში, რომელიც მიმართულია:

1. დაუმორჩილებლობისკენ

2. აბუჩად აგდება/დაცინვისკენ

3. საბოტაჟისკენ

4. პარალიზებისკენ

და საბოლოო ჯამში რიგგარეშე არჩევნებით ამათი სახლში გაშვებისკენ

შეგიძლიათ დაგვეხმაროთ შემდეგი ფორმებით:

1. ასეთი შინაარსის საპროტესტო იდეები შეგიძლიათ პირდაპირ მომწეროთ აქ, ამ გვერდზე, მესიჯად ან კომენტარის სახით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ კონფიდენციალურობის შენარჩუნება, იდეები შეგიძლიათ გამოგზავნოთ შემდეგ მისამართზე: https://sarahah.top/u/kherkhi.

2. თუ გადაწყვეტთ ფიზიკურად ჩაერთოთ საპროტესტო აქტივობებში, დარეგისტრირდით შემდეგ ბმულზე და ჩვენ დაგიკავშირდებით, შეგხვდებით, მოგიყვებით რას ვაპირებთ და რაში შეგიძლიათ მიიღოთ მონაწილეობა: https://bit.ly/3zQUua5

3. თუ იდეების მოფიქრება არ არის თქვენი ძლიერი მხარე ან არ გაქვთ ამისი დრო, და ვერც ფიზიკურად ახერხებთ საპროტესტო აქტივობებში მონაწილეობის მიღებას, შეგიძლიათ დაგვეხმაროთ ფულით:

GE09TB7736645061600010

GE71BG0000000203150900

GE16LB0711127502707000

paypal.me/MariamRatiani

4. გარშემო ელაპარაკეთ ხალხს. რაც შეიძლება ბევრს. ყოველდღე. არ გაჩერდეთ. არ დანებდეთ. არ დაკარგოთ რწმენა. უნდა გავბევრდეთ. ეგ უნდათ ზუსტად ამ უსინდისო პარაზიტებს რომ თქვენ გაჩუმდეთ და გაჩერდეთ ნებისმიერი მიზეზით. არ გაახაროთ ეს ს**ები, პირიქით. ბევრნი თუ ვიქნებით, ვერაფერი გაგვაჩერებს.

თუ არცერთს და საერთოდ არაფერს აპირებთ, დაელოდეთ კავკასიურ ბურიატიაში ან მექსიკა-ამერიკის საზღვარზე გაღვიძებას“, – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები