LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე: რა პოლარიზაციას აკეთებს ოპოზიცია, სად არის ოპოზიცია, ხედავთ სადმე? – პოლარიზაციის მთავარი მასტიმულირებელი ბიძინაა, რომელსაც სჭირდება მტრის ხატი, იქნება ეს „ნაცმოძრაობა“, სააკაშვილი, კორონა, „მაიმუნის ყვავილი“, ჯორდანო ბრუნო თუ სხვა

80
186513406_347981109991981_669197735083638929_n

„გირჩი – მეტი თავისუფლებას“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე აცხადებს, რომ  პოლარიზაციის მთავარი მასტიმულირებელი ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილია.

ამის შესახებ ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ივანიშვილი მტრის ხატის შექმნით ახერხებს ხალხის მობილიზებას.

„მე კი არა, მითხარით ბოლო 1 კვირის განმავლობაში რა გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რა პოლარიზაციას აკეთებს ოპოზიცია, საერთოდ სად არის ოპოზიცია, ხედავთ სადმე? პოლარიზაციის მთავარი მასტიმულირებელი არის ბიძინა, რომელსაც სჭირდება მტრის ხატი, რომელი საფრთხის წინაშეც ახდენს ხალხის მობილიზებას, იქნება ეს „ნაციონალური მოძრაობა“, მიხეილ სააკაშვილი, კორონა, მაიმუნის ყვავილი, ჯორდანო ბრუნო თუ სხვა, სულ რომ არავინ არ იყოს, მაინც მოიგონებს. ამ საფრთხის გამოხატულებად, საბოლოო ჯამში, ოპოზიცია არის გამოყვანილი.

ევროპელებსაც და ამერიკელებსაც დღემდე აქვთ დარჩენილი ტვინში იმედი, რომ ბიძინასთან შეიძლება ურთიერთობა და ნასახი ჰქონდეს დემოკრატიულობის, ზუსტად იგივე შეცდომას უშვებენ რაც დასავლეთმა დაუშვა პუტინთან მიმართებაში – ბოლო მომენტამდე სანამ პუტინმა თავი არ გაიგიჟა და უკრაინაში საშინელება არ დაატრიალა, იმედი ჰქონდათ რომ მასთანაც რაღაც თანამშრომლობით გამოიყვანდნენ ადამიანს. როგორც იქ არ გაამართლა, იმავე შედეგს მიიღებენ ივანიშვილთან მიმართებაში“, – აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g