LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ჯაფარიძე საპატრიარქოზე: რუსული „გრუ“-ს ღია რეზიდენტურა თბილისში, მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაცია“ და მერე განათდება

123
ჯაფარიძე-ზურა-japaridze-jafaridze

ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში – ასე ახასიათებს საქართველოს საპატრიარქოს პარტია „გირჩი- მეტი თავისუფლების“ თავმჯდომარე, ზურაბ ჯაფარიძე.

როგორც გირჩის ლიდერი წერს, სწორედ საპატრიარქოს უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაცია“.

,,მაგ ხალხის სათავო ოფისი სანაპიროზეა, შესასვლელში დიდი ქვა დევს და ზედ აწერია „საქართველოს საპატრიარქო“ „ევროპა არ გვინდა“, „ერთმორწმუნე გვირჩევნია“ – მაქედან მოდის ათწლეულებია მანდ არის ყველაზე ანტიდასავლური, ყველაზე პრორუსული, ყველაზე ბნელი ხედვების გამავრცელებელი ცენტრი საქართველოში, რომელიც მაგ სიბნელეთივე იკვებება და ძალებს იკრებს. რუსული „გრუ“-ს ღია რეზიდენტურა თბილისში, თავისუფლების მთავარი მტერი და ამ ქვეყნის განვითარების მთავარი მუხრუჭი დღეს არ უხსენებია არავის და არ მიყვარს ჩრდილში რომ გაი-სუს-ება ხოლმე, ვითომ არაფერ შუაშია – თავშია! მაგ ინსტიტუტსაც უნდა შეეხოს „დეოლიგარქიზაცია“ და მერე განათდება“, – წერს ჯაფარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g