მომღერალი ზურა ხაჩიძე „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ვიდეორგოლში ეროვნული ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის გამოჩენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ მის მიერ სპორტსმენებისადმი გამოხატული მხარდაჭერის გამო, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან კრიტიკის ობიექტი გახდა.
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ბოლოს არ ვიცი ისე რა გამიტყდა, როგორც ლოჩოშვილის ნახვა ქოცების კლიპში“
„სასწაული ხდება ჩემს მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე სადაც ნაკრების ოთხეულს მხარდაჭერას ვუცხადებ და იქვე ვწერ – ნაკრების ყველა წევრს დიდი პატივი ჩემგან!
ყველას ვინც იცის კითხვა მისთვის გასაგებია რა გამოვაქვეყნე გუშინ და რატო გამოვყავი ეს ოთხეული.
ალეკო ელისაშვილი: „აი მაგ ფეხბურთელებმა პოლიტიკა და სპორტი რატო არ გამიჯნეს? მაგათთვის შეიძლება და სხვებისთვის არა ხო? ევროპაში რომ თამაშობ და რუსებს და მოღალატეებს უჭერ მხარს მაგრად ტეხავს“
„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კლიპი წარადგინა, კლიპში მონაწილეობენ საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელებიც
მათი ბაბლი შემოვარდა და სხვაგან ლანძღავენ იგივე ოთხეულს და მე მიწერენ რატო გამოყავი ეს ოთხეულიო.“ – წერს ზურა ხაჩიძე.
ინფორმაციისთვის, საუბარია გუშინ მომღერლის მიერ გავრცელებულ პოსტზე, სადაც ის წერს: „თქვენ ხართ საქართველოს ნაკრების ღირსეული ბიჭები! ნაკრების ბიჭებს დიდი სიყვარული და პატივისცემა ჩემგან“.