LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ხაჩიძე: „თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად!“

447
ზურა ხაჩიძე

„თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან, სადაც ჩემს ქვეყანას დასჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით, არამედ საქმით დავამტკიცებთ!“, – ამის შესახებ მომღერალი ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში წერს.

ზურა ხაჩიძე: „არასდროს არ დამავიწყდება კონცერტი ქუთაისში და ის სიყვარულით სავსე გულები, რომელიც პატარებმა გვაჩუქეს! პატარებს ვერ მოპარავთ ახალი წლის განწყობას! მიყვარხარ მამა ქალაქო!“

ზურა ხაჩიძე სტატუსთან ერთად, „ფესიბუკის“ საკუთარ გვერდზე ამბროლაურში, კონცერტის დაწყებამდე გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან წამოსული ბულინგის მიუხედავად, იმღერებენ ყველა ქალაქში და საახალწლო განწყობას შექმნიან.

ვიდეო: „ქუჩის ბიჭებმა“ და ნინი ქარსელაძემ ქუთაისში საახალწლო კონცერტზე იმღერეს

„მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა, რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერებთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ, დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული, რომელსაც ვერ იყიდი!

პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს, ერთ-ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის, თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს ტალახს მესვრით.

პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ. ამბროლაური“, – წერს ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

„მოგმართავთ თქვენ, იმ (არა)ადამიანებს, ვინც აფთრებივით დაესიეთ, ჩემს შვილ-ნინი ქარსელაძეს, თქვენ ხართ მკვლელები!!!“ – ხათუნა ჟორდანია  

თუნდაც ბოღმისგან გასკდეთ, მაინც გავაკეთებ ჩემს საყვარელ საქმეს და ყველა ქალაქში ჩავალ! ჩავალ ჩემს ბიჭებთან, ჩემს კოლეგებთან და ნინისთან ერთად! ჩავალთ ყველგან სადაც ჩემს ქვეყანას დაჭირდება და ქვეყნისადმი სიყვარულს არა მხოლოდ სიტყვით არამედ საქმით დავამტკიცებთ! მიუხედავად ბულინგისა და ღვარძლისა რომელიც ლიბერალების მხრიდან მოდის, ჩვენ ვიმღერეთ ყველა ქალაქში და შევქმნით ახალი წლის ჯადოსნურ განწყობას, არავის აქვს უფლება ბავშვებს ახალი წელი მოჰპაროს, თქვენგან ნასროლი ტალახი ვერაფერს დაგვაკლებს, რადგან მის საპირწონედ ყოველ ქალაქში სადაც ჩავდივართ დიდი სითბო და სიყვარული გვხვდება, სიყვარული რომელსაც ვერ იყიდი! პ.ს. თქვენ მე მასწავლით სამშობლოს სიყვარულს? ღმერთმა არ ქნას, რომ ომი დაიწყოს, მაგრამ იცოდეს ერთ ერთი პირველი იქნება, ვინც ხელში იარაღს აიღებს და ქვეყნის დამოუკიდებლობას დაიცავს, მათ შორის თქვენც დაგიცავთ, იმ ადამიანებს რომლებიც დღეს ტალახს მესვრით. პ.ს.ს. ცნობისთვის, ეს ვიდეო კონცერტის დაწყებამდეა გადაღებული, სადაც კარგად ჩანს ის გულწრფელი სითბო და ემოცია, რომელსაც თითოეულ ქალაქში ვიღებთ. ამბროლაური ♥️

Posted by ზურა ხაჩიძე Zura Khachidze on ორშაბათი, 23 დეკემბერი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g