სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილემ, ზურა ხაჩიძემ თანამდებობა დატოვა – ინფორმაციას გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, ზურა ხაჩიძე თანამდებობაზე აპარატის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი მიქელაძემ ჩაანაცვლა. იგი მოვალეობის შესრულებას ოფიციალურ შეუდგა.
მომღერალი, სამცხე–ჯავახეთის მხარის რწმუნებულის მოადგილედ 2019 წლის 12 ივნისს წარადგინეს. ხაჩიძე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსიდან“ ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.