LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომღერალმა დიმა კობეშავიძემ 150 კილოდან 45 დაიკლო: „ჩემი თავი არ მომწონდა და პატივისცემა მქონდა დაკარგული…“

256
37f970f7-3ed0-4944-9e78-06232b0333a8

ზურა კობეშავიძის ვაჟმა, მომღერალმა დიმა კობეშავიძემ ჟურნალ „თბილისელებს“ (27 ოქტომბრის ნომერი) გაუზიარა, თუ როგორ დაიკლო 45 კილოგრამი და რატომ ჩამოშორდა შოუბიზნესს. „ჩემი თავი არ მომწონდა და პატივისცემა მქონდა დაკარგული“, იხსენებს მომღერალი და აღნიშნავს:

„ძალიან დიდი წონა მქონდა, დაახლოებით 150 კილოგრამი ვიყავი, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ წონის ადამიანისთვის ელემენტარული სამოსის შეძენაც კი პრობლემაა… უკვე ისეთ ასაკში ვიყავი, თავის მოვლის სურვილი რომ გიჩნდება. პირველ რიგში, საკუთარი თავის პატივისცემის გამო გადავწყვიტე, რომ ჩემი დიეტა ერთხელ და სამუდამოდ ბოლომდე მიმეყვანა და რეალური შედეგი მქონოდა. ასეც მოვიქეცი და სრულიად დამოუკიდებლად დავიკელი. ქირურგიული ჩარევისთვის არ მიმიმართავს. რვა თვე ვიყავი დიეტაზე, 45 კილო დავიკელი და მას შემდეგ უკვე შენარჩუნებაზე ვზრუნავ…

წონის კლებასთან ერთად ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა მომიგვარდა. საბედნიეროდ, ძალიან კარგი იმუნიტეტი მაქვს და ესეც დამეხმარა.

ახლახან გავიკეტე აბდონიმოპლასტიკა. წონის კლებამ მუცლის არის დეფორმაცია გამოიწვია, ზედმეტი კანი მქონდა, რაც ჩემთვის დიდი დისკომფორტი იყო და წლების განმავლობაში მაწუხებდა. წლები ვფიქრობდი ოპერაციაზე, რადგან სხვა მცდელობებმა არ გაამართლა. სამ თვეში მექნება პირველადი შედეგი და ერთ წელიწადში – საბოლოო…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g