ზურა მანჯავიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს იმის შესახებ, რა არ მოსწონს დღეს განსაკუთრებულად:
„არის ერთი რამ, რაც დღეს არ მომწონს და ამაზე აუცილებლად მინდა, რომ ვისაუბრო. ადამიანს რისი დანახვაც უნდა, იმას დაინახავს, დღეს ეკლესიის წინააღმდეგ დიდი ბრძოლები მიმდინარეობს. სასულიერო პირების კრიტიკა მოდაშია. სამწუხაროდ, ეკლესიის წიაღში ცუდი ფაქტები მართლაც ხდება, მაგრამ მხოლოდ ცუდის დანახვა ჩვენს სიმდაბლეზე მეტყველებს. ჩვენი ეკლესია დღეს ისეთი მასშტაბურია, იმხელა მრევლი ჰყავს, იმდენი დაყუდებული ბერი თუ მოძღვარია და იმდენი სიწმინდე შენდება, რომ ამას დანახვა უნდა…“