მომღერალმა ზურა მანჯავიძემ ჟურნალ „გზასთან“ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მანჯავიძე ამბობს, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება მძიმეა. მანჯავიძის განცხადებით, არ მოსწონს აქციის დაზარალებული მონაწილეების ცქერა და არც ის მოსწონს თუ როგორ ესვრიან პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს აქციის მონაწილეები:
„ძალიან მძიმე მდგომარეობაა ქვეყანაში, არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოეწონება, რაც ხდება. ყველამ უნდა იცოდეს, ძალადობა ყოველთვის ძალადობას შობს. არ მომწონს აქციის დაზარალებული მონაწილეების ცქერა და არც ის, მათი ნაწილი როგორც იქცევა, პოლიციას ქვებს და მოლოტოვის კოქტეილებს რომ ესვრის. როცა პოლიციის კორდონი დგას და შენკენ ნაბიჯს არ დგამს, მაგრამ შენ მისკენ მიდიხარ, რაღაც საგნებს ესვრი, ამას მათი მხრიდან რეაქცია აუცილებლად მოჰყვება. ყველამ უნდა იცოდეს, შეიგნოს, სამართალდამცველებზე ძალის გამოყენება არ შეიძლება.
ზურა მანჯავიძე: „მე პრემიერის განცხადება სხვანაირად გავიგე, ამიტომ არ ვდგავარ დღეს ქუჩაში…ჩვეულებრივად მივიღებ მონაწილეობას კონცერტებში, ცხოვრება გრძელდება“
ზურა მანჯავიძემ ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.
აქცია მშვიდობიანი არის იმ მომენტამდე, სანამ თავად არ ესვრი სხვადასხვა საგანს, არ გადახვალ შეტევაზე და შენობაში შეჭრას არ ეცდები. როგორც კი ამ ნაბიჯს დგამ, ის უკვე სცდება მშვიდობიანი აქციის ფარგლებს. ეს უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც იქ მართლა მშვიდობიანად დგანან და ასეთი ბევრია. თუ ეს მშვიდობიანი ხალხი იმ რადიკალურ ჯგუფებს თავად ვერ უმკლავდება, შეძლებისდაგვარად, ამ ექსტრემისტებს უნდა გაემიჯნონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინიც თანამოაზრეები გამოდიან“- განაცხადა ჟურნალ „გზასთან“ მანჯავიძემ
ჟურნალისტის კითხვაზე, „პრემიერის განცხადება რომ მოისმინეთ, ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით, თქვენ რა განცდა დაგეუფლათ? მისი ნათქვამი როგორ გაიგეთ?“, მანჯავიძემ უპასუხა, რომ სიამაყის გრძნობა დაეუფლა:
„სიამაყის გრძნობა დამეუფლა. ევროკავშირის „ბოსები“ ჩვენს ქვეყანას კარგად არ ექცევიან, ამდენი ხანია გვაწვალებენ, უნდათ კუდის ქიცინის რეჟიმში ვყავდეთ, მათი დაფინანსებული არასამთავრობოების გამონათქვამის არ იყოს, მუდმივ რეჟიმში ცალ ფეხზე მხტომიარე უნდა ვიყოთ. ჩვენ ჩვენი ისტორიით, წარსულით, თავგანწირვით, ჩვენი ადგილი გვაქვს დაკავებული ევროპაში და ფორმალურ გაერთიანებებში შესასვლელად ვინმეს ხვეწნა ნამდვილად არ გვჭირდება. მათ ჩვენთან ურთიერთობა თუ უნდათ, დაგველაპარაკონ თანასწორად და ჩვენ ნუ გვახვეწნინებენ. გახსნან მოლაპარაკება და ამ წინადადებას თუ არ მიიღებს ხელისუფლება, ეს სულ სხვა საკითხი იქნება. „ქართული ოცნება” ეუბნება, რომ მზად არიან მოლაპარაკებისთვის და რატომ არ ხსნიან?“ – განაცხადა მანჯავიძემ.