LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „ამ არაჩვეულებრივ ქალს, სოფო ჭყონიას ვუმადლი, რომ აჭარელი ქალების, ხელით ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები არც მეტი არც ნაკლები ლონდონში და პარიზში იყიდება“

2151
BeFunky-collage

ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და აჭარელი ქალების ხელით ნამუშევრებს წარმოგვიდგენს.

ამასთან, ზურა საჯარო მადლობას უხდის სოფო ჭყონიას, ვისი ინიციატივითაც ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები ლონდონში და პარიზში იყიდება.

„ამ არაჩვეულებრივ ქალს, სოფო ჭყონიას ვუმადლი, რომ აჭარული ქალების, ხელით ნაქსოვი შალის უნიკალური წინდები არც მეტი არც ნაკლები ლონდონში და პარიზში იყიდება. მან მოიყვანა ჩვენთან ამ ამბის მოსასმენად ის საქმიანი და საჭირო ხალხი ვინც ეს ჩვენი მართლა საოცარი ნამუშევრები სწორ ხალხს აჩვენა. 3650 ცალი წინდიდან არცერთი არაა ერთნაირი ორნამენტით, მართლა გასაოცარი ამბავია. ბევრს ვმუშაობთ, რომ ერთი „ანდაზაც“ „(უზორი)“ არ დაიკარგოს და შევინახოთ ახალი თაობებისთვის.

აჭარული ნაქარგების იტალიური ამბავი ცალკე და დიდი მოსაყოლია, ამაზე ვრცლად გიამბობთ მოგვიანებით, დაუჯერებელია!!!

ვუყურებ, ვუსმენ და ბოლომდე მეც არ მჯერა ისეთი ამბავია ატეხილი რომში.

ხელგამრჯე აჭარელი ქალების შრომა, რომ ასე ორგანიზებული და აწყობილი ყოფილიყო ამ ამბავს და პროექტს კულტურის სამინისტრომ 2022-ში დაუჭირა მხარი და გამოუცხადა დიდი მხარდაჭერა. აჭარული უნიკალური ნაქარგობის კატალოგიც მაშინ გამოიცა.

თვალსა და ხელს შუა ბევრ ხელობას ვკარგავთ, ვიცით ყველამ.

არ შეიძლება არ ვიყო მადლიერი, რომ ეს ამბავი გრძელდება, აჭარაში „ახალები“ ქარგავენ და ქსოვენ, ბებიები შვილიშვილებს ასწავლიან, ბევრი მიმდევარი და მიმბაძველი გამოგვიჩნდა ესაა მიზანიც!

ბრიტანელი, ფრანგი და იტალიელი ამ საქმის დამფასებელი ხალხისგან დიდია ინტერესი და ეს ინტერესი გვაძლევს ძალას, ამდენი ამბისთვის საჭირო ძალას.

არც ჩვენ პატარა მაღაზიას აკლია მყიდველი, გარდენიაში სადაც აჭარელი ქალების ნამუშევრები იყიდება. აჭარელი ფასკუნჯები და ხოხბები მიფრინავენ ხან საით, ხან საით. საახალწლო საჩუქრებად უკვე დაუკვეთა სახელოსნოს სამმა ქართულმა კომპანიამ სუფრები და თხელი, ფაფუკი შალის წინდები. უსაშველოდ მადლიერი ვარ!

გმადლობთ, გმადლობთ, გმადლობთ!!!“ – წერს ზურა შევარდნაძე.

 

 

 

   

 

ფოტოები: ზაქარია ჭელიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g