ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს საკუთარ მოსაზრებას, როგორ უნდა დაუბრუნდნენ ადამიანები სოფელს და მიწას.
“ბოლო დროს ხშირად გვესმის ქალაქიდან სოფელში დაბუნებულების შესახებ და ბევრი ქალაქელი გვირჩევს, დავუბრუნდეთ მიტოვებულ მიწას..
მერწმუნეთ ყველა, უკლებლივ ყველა ქალაქელიც და სოფლელიც თავად არკვევს, რომ ჭის და წყაროს კამკამა წყალი ჯობია ონკანისას, ჰაერი და ნისლი რომ სოფლად უკეთესი სასუნთქია, ვიდრე ქალაქის გამონაბოლქვი, ამასაც. საკუთარ, დიდ ეზოიან და გამართულ ბაღ-ბოსტნიან სახლში ცხოვრებაც უდაოდ ჯობია ქალაქში, რომელიღაც სართულზე ერთ ან რამდენიმე ოთახში ყოფნას. არც ის მგონია, რომ ბაზარში, მაღაზიაში მამასისხლად ნაყიდის მირთმევა ურჩევნია ვინმეს, საკუთარი ხელით მოწვეულით შეინახოს თავი და ოჯახი.,
საქმე ის გახლავთ, რომ არც ისე იოლადაა საქმე როგორც გვგონია.
რა ქნას ცარიელ სახლში, ცარიელი ხელებით და ჯიბით დაბრუნებულმა ადამიანმა, რომელსაც ყველა სიკეთესთან ერთად ცოდნაც, სოფლად ცხოვრებისთვის საჭირო ცოდნაც დაუკარგავს?
რით დაიწყოს, ვის ჰკითხოს, ვისი იმედი ქონდეს?
რაღაცა დიდი და ძალიან საჭიროა მოსაფიქრეელი.
ეგებ სკოლა, სასწავლებელი, საკონსულტაციო ცენტრი? საყოველთაო, ყველასთვის ხელმისაწვდომი, ყველასთვის გასაგებ ენაზე სადაც გვასწავლიან, აგვიხსნიან, დაგვარიგებენ..
მარტივ, იოლ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან თემებზე აწყობილი პროგრამებით მოგვეშველებიან.. არ ვიცი, ხმამაღლა ვფიქრობ.. ეგებ ვცდები, ვაჭარბებ.
#ფოტოზაქარიაჭელიძე”