LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „ბოლო დროს სულ მესმის, რომ ეძებენ და შესაფერის თანამშრომელს ვერ შოულობენ, არასდროს თანამშრომლის პოვნა არ გამჭირვებია..ნეტავ რატომ?“

1231
fot

ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და თავის თანამშრომლებზე წერს.

როგორც ზურა აღნიშნავს, ვერ ინატრებს ვერავინ უფრო ერთგულ, გამრჯე, წესიერ და დაუღალავ თანამშრომლებს გარდენიას რომ ჰყავს.

„ბოლო დროს სულ მესმის, რომ ეძებენ და შესაფერის თანამშრომელს ვერ შოულობენ. ისიც მომისმენია, რომ არავის ხელის განძრევა არ უნდა…

არასდროს თანამშრომლის, დამხმარის, ხელის წამომშველებლის პოვნა არ გამჭირებია.. ნეტავ რატომ?

(არადა შრომა და ჯაფა, ჩვენ რომ გვაქვს იმისთანა უნდა.)

ის კი არა, რამდენს უმუშავია, დაფრთიანებულა, დაოსტატებულა, უსწავლია, მოძლიერებულა, გამოწაფულა ჩვენთან, წასულა, თავისი საქმე წამოუწყია, უფრო იოლი და ნაკლებად დამღლელი სამუშაო უპოვნია, მაგრამ სადაც არ უნდა იყვნენ მაინც გარდენიელებად რჩებიან. გვგულშემატკივრობენ, მხარს გვიჭერენ, ცალი ხელით და მთელი გულით ჩვენკენ არიან.. ასზე რა დააყენებს, მეტია ასეთი ადამიანი. როცა გვიჭირს ანგელოზივით გამოგვეცხადება ხან ერთი, ხან მეორე და წაგვიკრავს ხელს, შეგვიმსუბუქებს სამუშაოს.

ვერ ინატრებს ვერავინ უფრო ერთგულ, უფრო გამრჯე უფრო წესიერ და დაუღალავ თანამშრომლებს გარდენიას რომ ჰყავს.

თანამშრომლები კი არ მყავს, თანამოსაქმეები ვართ, ერთად ვსაქმობთ, ყველა ისე შრომობს, როგორც შეუძლია და გამოსდის.

ამიტომ ის მადლობები, კმაყოფილება, შექება, ზოგჯერ აღფრთოვანება მათაც ეკუთვნის, მათაც დაიმსახურეს მხოლოდ მე რომ ვიღებ.“ – წერს ზურა შევარდნაძე და თანამშრომლების ფოტოს გვიზიარებს.

ფოტო: ზაქარია ჭელიძე

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g