LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა შევარდნაძე: „ჩემთვის ეს უკვე ომია! უყურებ, როგორ უღმერთოდ ექცევიან პოლიციელები ახალგაზრდებს… ასე გაშმაგებით, უსიყვარულოდ დავრევივართ ერთმანეთს და ამ უბედურებას ვაყურებინებთ ჩვენს მტერს, რომელიც ხარობს“

148
ზურა შევარდნაძე

„ჩემთვის ეს უკვე ომია. პირველად ვარ წინასაახალწლოდ ისეთ მდგომარეობაში, რომ არ მაქვს სამზადისი, რა თქმა უნდა, არც არაფრის თავი და განწყობა“, – ამის შესახებ ცნობილი მებაღე, „გარდენია შევარდნაძის“ მფლობელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმიანება.

გიგა გვენცაძე: „როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატე სი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო“

„ვუყურებ, როგორ უღმერთოდ ექცევიან პოლიციელები ახალგაზრდებს, როგორ უსწორდებიან და ვფიქრობ, ისინიც ხომ ქართველები არიან, ასე როგორ შეუძლიათ? სულ მგონია, პირბადე რომ მოიხსნან, შეიძლება ბევრი მომიტინგე და პოლიციელი ნათესავებიც აღმოვჩნდეთ, ჩვენ ხომ ძალიან ცოტანი ვართ.

ასე გაშმაგებით, უსიყვარულოდ დავრევივართ ერთმანეთს და ამ უბედურებას ვაყურებინებთ ჩვენს მტერს, რომელიც ხარობს.

ამაზე დიდი ომი რაღა უნდა იყოს? ეს ჩემთვის ომია და ომზე მეტიც.

მტკივა, მტკივა უსაშველოდ მტკივა!“ – წერს ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში.

ჩემთვის ეს უკვე ომია.. პირველად ვარ წინასაახალწლოდ ისეთ მდგომარეობაში რომ არ მაქვს სამზადისი, რათქმაუნდა არც არაფრის…

Posted by Zurab Shevardnadze on შაბათი, 07 დეკემბერი, 2024

ფოტო სლაიდზე: ნიკოლოზ ურუშაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g