გარდენიას დამფუძნებელი ზურა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, სადაც მეგობრობასა და ადამიანურ სითბოზე წერს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „გადაფსკვნილი მეგობრები“ არ ჰყავს, მასთან ურთიერთობები ხშირად უბრალო, მაგრამ გულწრფელი ჟესტებით გამოიხატება.
„გინდა იყო ბედნიერი? იყავი!!“ გადაფსკვნილი მეგობრები არ ვართ, ასე ხანდახან შემოივლის ძაღლით, გამიხარდება მისი დანახვა, დავსხდებით, ხაჭაპურს და ჩაის მივართმევ, მოვყვებით ამ მთის, იმ მთის და მალევე წავა. პატივს ვცემ მის ნიჭიერებას, გემოვნებიანია.. უცნაურად მაგრამ ძალიან სასიამოვნოდ ვურთიერთობთ, ნავთლუღის ბაზარში ხშირად როცა რამეს ვყიდულობ, სუსანა ან დოდო, ან იზო, ან გოჩა დახლის ქვეშიდან პარკს გამოაცოცებს და გადმომცემს, ამას წინად გუგა იყო, შენთვის იყიდა და დაგიტოვა. ზოგჯერ მეც მიყიდია და დამიტოვებია წვრილმანი, თუ ვიცი რომ მას ჩემზე უფრო სჭირდება და გაუხარდება. „გინდა იყო ბედნიერი? იყავი!!!!“, – წერს ზურა შევარდნაძე.