ცნობილი მებაღე ზურა შევარდნაძე ლიზა ბაგრატიონს დაბადების დღეს ულოცავს.
ამის შესახებ შევარდნაძე სოციალურ ქსელში წერს და ლიზასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.
“კია მეფის ქალი და მე გლეხი, გლეხი, გლეხი მაგრამ სულ არ გვეშლება ხელი გვიყვარდეს ერთმანეთი, პატივს ვცემდე, ვაფასებდე მის ნიჭიერებას, ძალას, უპირობო მეგობრობის უნარს და გემოვნებას.
ლიზა გარდენიას და ჩემი დიდი გულშემატკივარი, მეგობარია, ხშირად გამოუჩენია თავი.
გუშინ დაბადების დღე ჰქონდა, მინდა გულითადი, გულწრფელი სალამი ვუძღვნა და სიხარულით სავსე დღეები ვუსურვო,” – წერს ზურა შევარდნაძე.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე