LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა სიხარულიძე პოლიტიკოსებს მიმართავს: “30 წელია, ასე გრძელდება და დავიღალეთ!.. მოილაპარაკეთ!”

187
zura-sixarulidze-newsmay

ექიმი ნარკოლოგი ზურა სიხარულიძე წერს, რომ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც პროპაგანდა მთავარი იარაღია და სინამდვილეში არავინ იცის რა ხდება… ის აღნიშნავს, რომ საზოგადოება 30 წელია დაღლილია ასეთი მდგომარეობით და პოლიტიკოსებს დასხდომისკენ და მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს.

გთავაზობთ პოსტს:

“ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პროპაგანდა და ფეიკები არის მთავარი იარაღი და სინამდვილეში რა ხდება, არავინ იცის; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც საჯარო მოხელე შიშით უყურებს არჩევნებს, იმიტომ რომ შეიძლება, დაკარგოს სამსახური, რაც უნდა პროფესიონალი იყოს, ვინაიდან მოვა სხვა პარტია და გაუშვებენ სამსახურიდან; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ახალი ხელისუფლება ემუქრება ძველს დაჭერით და განადგურებით; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც არასოდეს არ გაჩნდა სტაბილურობის განცდა, არავინ არაფერი იცის, ხვალინდელი დღე როგორი იქნება; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ბიზნესში 4 წელს მეტს ვერ გათვლი, ისიც კარგ შემთხვევაში; ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არ სცემენ პატივს ექიმს, იურისტს, იმიტომ, რომ ის შეიძლება, სხვა პოლიტიკური შეხედულების იყოს; ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც დარგებს მართავდნენ სრულიად არაპროფესიონალები; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც 20% ოკუპირებულია და ვთვლით, რომ ჩვენია ტერიტორია, მაგრამ ხალხი, იქ ვინც ცხოვრობს, არ გვაინტერესებს; ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, როცა ვქმნით კერპებს და ველოდებით, რომ ჩვენს მაგივრად ის გაკეთებს ჩვენ გასაკეთებლ საქმეს და მესიას ველოდებით მუდმივად, რომ მოვა და გადაგვარჩენს; ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც პარლამენტში არიან ადამიანები, რომლებსაც საერთოდ არც კი ვიცნობთ და ისინი ცდილობენ, ჩვენი ბედი გადაწყვიტონ; ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხი ემსახურება ჩინოვნიკებს და არა პირიქით; ჩვენ ვხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ახალგაზრდების არა აქვთ არანაირი განცდა მომავლის პერსპექტივის; ჩვენ ვცხვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც მუდმივად უნდა იბრძოლო გადარჩენისთვის.
ჰოდა, ამის გაგრძელება შეიძლება უსასრულოდ და ეს გრძელდება უკვე 30 წელი და დავიღალეთ, დავიღალეთ. გვინდა სტაბილურობის განცდა და მშვიდობიანი ცხოვრება, მუშაობა და ჩვენი ქვეყნის განვითარება! დაჯექით და მოილაპარაკეთ არა თქვენთვის, არამედ ჩვენთვის და ქვეყნისთვის”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g