LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „ჩემი შეცდომები რაღაც დოზით ჩემმა შვილებმაც გაიმეორეს…“

226
zurakipshidzenewsjl

ზურა ყიფშიძე ჟურნალ „სარკესთან“ საუბრობს. ის ამბობს, რომ ახლა მსახიობებისთვის მძიმე პერიოდია, რადგან თეატრის გარეშე არიან.

რაც შეეხება პირად ცხოვრებას, როგორც მსახიობი აღნიშნავს, მან და მისმა მეუღლემ, ლელა გოცირიძემ, ერთმანეთი ვერ დათმეს.

„ოჯახი ძალიან ბევრს ნიშნავს კაცისთვის. როცა შვილები გყავს, მამას ბევრი მოეთხოვება. შევდომების დაშვების უფლება არ გაქვს, რადგან ის შეცდომები შვილებზე აირეკლება. შეცდომების გარეშე ვერც მე ვიცხოვრე და დამინახავს, რომ შემდეგ შვილებმა რაღაც დოზით გაიმეორეს. მოკლედ, ოჯახს დიდი მოფრთხილება სჭირდება.

ახლახან მეოთხე შვილიშვილი შეგეძინათ. თქვენი გიორგის მესამე შვილი. გილოცავთ.

დიახ, გიორგის ვაჟი. ჩემდა გასაოცრად, გიორგი ამ პატარამ ძალიან შეცვალა. შესანიშნავად უვლის, ვერც ერთი ძიძა ვერ შეედრება. გიორგის გოგონა, ნატალია, ძალიან გვეხმარება ბავშვის მოვლაში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g