ზურა ყიფშიძე „უცნობის“ გადაცემას ესტუმრა და მასთან მიხეილ სააკაშვილის და მისი მმართველობის პერიოდის შესახებ ისაუბრა.
ცნობილმა მსახიობმა აღნიშნა, რომ მასზე ძალიან ცუდი რაღაცები იცის. მათ შორის იხსენებს ამბავს, რომელსაც ერთ-ერთ რესტორანში, თავად შეესწრო. მსახიობი ამბობს, რომ ოფიციანტი, რომლის მიმართაც მიხეილ სააკაშვილს ფლირტის და სექსუალური შევიწროების მცდელობა ჰქონდა, რესტორნიდან გააპარეს – „მე, მაგალითად, რესტორანში შევესწარი, ვიღაც გოგო, მიმტანი მოეწონა… იმ ქალბატონმა მომაკითხა მე, ნაცნობი სახე ხართ და როგორ მოვიქცეთო. როგორმე უნდა გააპაროთ-მეთქი და გააპარეს ის გოგო. მერე დაინგრა იქაურობა, სად არისო… ვიღაც პატარა გოგოზე… ეს რა არის?!.“
„საშინელებას ვამბობ, არასწორად ვამბობ, მაგრამ ხო არის ამაში რაღაც ლოგიკა?“ - ამბობს ზურა ყიფშიძე უცნობის გადაცემაში
ყიფშიძე სააკაშვილზე: არ ვიძახი, კარგია, რომ მიშა მოეკლათ, უბრალოდ, ვერავინ როგორ ვერ გადადგა ეს ნაბიჯი, კენედი "დაბრიდეს"
„დარწმუნებული ვარ, რომ შეიკრიბოს სერიოზული ფსიქიატრებისა და ფსიქოლოგების კონსილიუმი, ისინი აუცილებლად რაღაც დასკვნას დადებენ, რომელიც მის სასარგებლოდ არ იქნება. არც მისი მიმდევრების. ერთ კაცზე ასე რატომ უნდა გადავირიო. შეიძლება მომწონდეს ადამიანი, შეიძლება, ხმაც მივცე, მაგრამ ასეთი რაღაცების მქნელს? რატომ ყველანი ციხეში? მხოლოდ დამნაშავეები ციხეში…“