LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურა ყიფშიძე: „ქურდულ სამყაროს მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიებენ, ის ხალხი ალაგებდა რაღაცებს, ახლა ვერავინ ვერაფერს ალაგებს…“

426
zurakipshidze

ცნობილი მსახიობი, ზურა ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ე.წ. ქურდების ინსტიტუტის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ისინი საქმეს, ცუდად თუ კარგად, ალაგებდნენ.

ზურა ყიფშიძე:

„საშინელებაა, აღარავინ გვიყვარს და აღარვინ მოგვწონს, არავისი გვჯერა და ვენდობით… ეს ყველაფერი ჩემზე საშინლად მომედებს, ძალიან დიდი ტრაგედიაა. პატარა ბიჭი არაფერ შუაში იყო, რაღაც ვენდეტა მოაწყვეს და მოკლეს ბავშვი. არაერთი პატარა ბიჭი შეეწირა ამ საშინელ პერიოდს და ამაზე დიდი კოშმარი რაღა უნდა იყოს?! ადამიანი უნდა ერკვეოდეს, ესმოდეს და გრძნობდეს, რა არის სწორი, თორემ მათრახით, ცოცხებით, ცემა-ტყეპით, ძალადობით ჰერ არავის არაფერი გამოუსწორებია. დროებით თუ ყოფილა – დაუშინებიათ, თორემ მსგავსი მეთოდებით სიკეთე არ მიიღწევა… მეც უამრავი რამ დავკარგე და შეიძლება, ქუჩის ბრალიც იყო… თუმცა ჩემი ბრალი იყო, ქუჩა რა შუაშია?!

ქურდულ სამყაროს რომ მხოლოდ უარყოფითად მოიხსენიებენ, ის ხალხი ალაგებდა რაღაცებს, საქმეს აკეთებდნენ და ცუდად თუ კარგად რაღაც დალაგებული იყო. ახლა ვერავინ ვერაფერს ალაგებს, ვერ გაიგებ, ვინ ვინ არის, არავინ არავის ენდობა, სამართალს ვერსად იპოვი…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g