აბაშიძე-კარასინის შეხვედრამდე რუსეთის მხრიდან მუქარა და შეხვედრის დასრულების შემდეგ აბაშიძის განცხადება! რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ კარასინთან საოკუპაციო ხაზებთან არსებულ ნეგატიურ მოვლენებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ გამოხატა. რაც შეეხება კარასინის მუქარას, ზურაბ აბაშიძე ამბობს, რომ მას ეს კომენტარი არ მოუსმენია. მისი განმარტებით, ზოგადად რუსეთის მიდგომა მისთვის ნათელია. „ისინი უარყოფითად უყურებენ და აფასებენ ამას, მაგრამ ჩვენი პასუხი ამ შემთხვევაში ის არის, რომ ამ ფორმატში ჩვენ არ განვიხილავთ იმ თემებს, რომელიც ეხება ჩვენს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ეს ცალკე თემაა და ეს არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენული არჩევანი, ვისთან რა დოზით და როგორ ითანამშრომლებს“, – აცხადებს აბაშიძე.
კარასინის განცხადება: „ჩემი მესიჯი არის იგივე. უნდა განვაგრძოთ ურთიერთობების განვითარება და ასევე მინდა გავაფრთხილო ჩემი ქართველი კოლეგები შესაძლო უსიამოვნო მოულოდნელობების შესახებ, ვინაიდან ეს უსიამოვნო იქნება ორივე ქვეყნისთვის“, – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.