LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა

101
ზურაბ ადეიშვილი

იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ფორტუნას“ იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე განმარტებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების მოთხოვნით ზურაბ ადეიშვილმა 4 მარტს მიმართა, რადგან მას უკრაინის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული.

„მიმდინარე წლის 4 მარტს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს განცხადებით მომართა ზურაბ ადეიშვილმა (წარმომადგენლის მეშვეობით) და მოითხოვა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, რადგან უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

სააგენტომ თავად განმცხადებლის მიერ მოთხოვნილ 80-დღიან ვადაში განიხილა და შეისწავლა ზურაბ ადეიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი, რის შემდეგაც, საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე მომზადებული დასკვნა, მოქმედი კანონმდებლობისა და პროცედურების შესაბამისად, მიმდინარე წლის 7 მაისს გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს.

საქართველოს პრეზიდენტის 2021 წლის 13 მაისის № 204 ბრძანებულებით, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უკრაინის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით, ზურაბ ადეიშვილს მისივე მოთხოვნით შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა“, – განუცხადეს “ფორტუნას” იუსტიციის სამინისტროში პროცედურების შესახებ შეკითხვის საპასუხოდ.

პოპულალურები