პოლიტიკიდან წასული ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და ყოფილი პრეზიდენტის თანაგუნდელი, ზურაბ ჭიაბერაშვილი მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასა და კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„სააკაშვილი აკრიტიკეთ, როდესაც დარწმუნდებით, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ვიდრე ის შიმშილობს, არათუ კრიტიკა, მასზე ოდნავ გადაბრუნებული საუბარი და ქილიკიც კი მკვლელობაში თანამონაწილეობაა, მკვლელობაში, რომელსაც საქართველოში რუსული მარიონეტული რეჟიმი ჩადის.
სადისტური რეჟიმი, რომლის საბოლოო მიზანი საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს მკვლელობაა,“- წერს ზურაბ ჭიაბერაშვილი.