LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჩხაიძე: „მზია ამაღლობელის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია, გაწერას ითხოვს სტაციონარიდან, ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე“

140
ზურაბ ჩხაიძე და მზია ამაღლობელი

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებით, „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს გაიდლაინის შესაბამისად უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

მისივე თქმით, მზია ამაღლობელი სტაციონარიდან გაწერას ითხოვს.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს მზია ამაღლობელი“ – 200-ზე მეტი ჟურნალისტი, მედია და უფლებადამცველი განცხადებას ავრცელებს

როგორც ზურაბ ჩხაიძემ აღნიშნა, შესაბამის რეკომენდაციებს გასცემენ, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე.

„პაციენტს უტარდებოდა კვების აღდგენითი კურსი არსებული გაიდლაინის შესაბამისად. მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, კურსის მიმდინარეობა გართულების გარეშე მიმდინარეობდა. თავად პაციენტი გაწერას ითხოვს დღეს სტაციონარიდან.

ჩვენ ავუხსენით მოსალოდნელი გართულებების შესახებ, თუმცა რჩება თავის პოზიციაზე და ითხოვს გაწერას. ჩვენ გავცემთ შესაბამის რეკომენდაციებს, რაც გაგრძელდება პენიტენციური დაწესებულების ბაზაზე.

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

საერთაშორისო ორგანიზაციები: საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლონ მზია ამაღლობელი და დაასრულონ მედიის უპრეცედენტო დევნა

ამ ეტაპზე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.

შეგახსენებთ, რომ მზია ამაღლობელმა, 38 დღის შემდეგ, შიმშილობა, 18 თებერვალს შეწყვიტა. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მას კლინიკა „ვივამედიდან“ დღეს პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g