LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად – GERA

388
zura da manana

მომღერალი მანანა მენაბდე ზურა ჯაფარიძეს საავტორო უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს. როგორც ცნობილია, ზურა ჯაფარიძის საარჩევნო კლიპს, მანანა მენაბდის სიმღრა „საპოვნელა“ ედო ფონად.

მანანა მენაბდემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ამისთვის პასუხს მოითხოვდა, თუმცა ამ დრომდე ზურა ჯაფარიძეს თემაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია (GERA ) სოციალურ ქსელში ეხმაურება საავტორო უფლებების დარღვევის ფაქტს და ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად 24 საათს აძლევს.

„საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ვეხმიანებით ჩვენი წევრის, მანანა მენაბდის მიერ გაკეთებულ განცხადებას, მისი უფლებების უხეში დარღვევის თაობაზე და სრულ თანადგომას ვუცხადებთ.

გვინდა დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია 2021 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის მიერ ავტორთან შეუთანხმებლად მუსიკალური კომპოზიციის სარეკლამო კამპანიაში გამოყენების თაობაზე. ჩვენ, როგორც საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია ვგმობთ მომხდარს და მოვუწოდებთ ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს სახალხოდ მოიხადოს ბოდიში, ასევე აანაზღაუროს ზარალი გადახდილი ჯარიმის სახით.

გვსურს ასევე განვაცხადოთ, რომ დაუშვებლად მიგვაჩნია მომხდარი ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა პარლამენტის არჩეული წევრი უხეშად არღვევს კანონს და ფეხქვეშ თელავს საკუთარი საზოგადოების წევრის უფლებას.

ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძეს ეძლევა 24 საათი ბოდიშის მოსახდელად და ჯარიმის გადასახდელად, წინააღმდეგ შემთხვევაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ასოციაცია დაიწყებს სამართლებრივ დავას „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“, – ვკითხულობთ საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g