LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ გურული: „კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსისგან აღებული მავნეობები შეითავსოს…“

2246
gurulinews

ზურაბ გურული სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ შემადგენლობას აქვეყნებს, რომელზეც ყურადღებას ცოტნე ჯავახიშვილი ამახვილებს, რომელიც წერს: „წითლად – ყველაზე საშიში, რაც აქამდე გვინახავს. პირველად გამოჩნდა O ვარიანტში.

ყვითლად – ნაკლებად საშიში, მაგრამ მაინც საშიში. მთლიანობაში – შთამბეჭდავი კოლექციაა.

იმ სტადიაში ვართ, როცა ბიოლოგები წრიალს იწყებენ, მაგრამ ეპიდემიოლოგებამდე და კლინიკამდე ჯერ ვერ აწვდენენ ხმას…“

ზურაბ გურული ამ მოსაზრებას თავის განმარტებას ურთავს:

„ძალიან საგულისხმო დეტალის აღნიშვნა გამოცდილი პროფესიონალისგან…

რაც შეეხება მის გაშიფვრას, „ომიკრონის“ უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი „სპაიკ“-პროტეინის ამინომჟავათა 26 მუტაციაში არის 23 ჩანაცვლება (substitution), 2 წაშლა (deletion) და ერთი, აქამდე უნახავი ჩამატება ( insertion); სწორედ ეგ არის ins214EPE.

ჩამატება-მუტაცია იმიტომ არის საშიში, რომ საიდანღაც, კერძოდ, სხვა ვირუსის გენომიდან წამოიღო კოვიდმა ეს ინფორმაცია და შეითავსა თავის გენომში. ანუ, კოვიდმა უკვე დაიწყო ინტერგენომური თამაშები და აქვს პოტენცია, რომ ყველა სხვა უბედური ვირუსისგან აღებული მავნეობები შეითავსოს და…

ცხადია, არ არის აუცილებელი, რომ ასე მოხდეს, მაგრამ  სწორედ ამიტომ არის ეს მუტაცია დამაფიქრებელი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g