LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი – 29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა“

158
ზურაბ ჯაფარიძე

„29 აპრილს რუსთაველზე დგომა არის ისტორიული სირცხვილი“, – წერს სოციალურ ქსელში „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და აღნიშნულით „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ეხმაურება.

როგორც ჯაფარიძე აღნიშნავს, ამ აქციაზე დასწრება ყველა შემთხევავში სირცხვილია და მასზე დამწრეებს თუ არა, „მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ“:

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამას რის გამო აკეთებენ – სჯერათ რომ ღირსებას იცავენ დასავლეთისგან (იდიოტები არიან), სჯერათ რომ რუსეთშია ხსნა (მოღალატეები არიან) თუ უჭირთ და შემოსავლის დაკარგვა არ უნდათ (გამყიდვლები არიან)

კალაძე: „როგორ შეიძლება დღეს ვინმე იძულებით სადმე წაიყვანო? ეს წლები წარსულს ჩავაბარეთ – თუ მერიის თანამშრომელს შეუძლია, თქვენ მიერ დაორგანიზებულ მიტინგზე მივიდეს, რატომ არ შეუძლია ხელისუფლების მიერ დაანონსებულ ზეიმზე?“

ყველა შემთხვევაში სირცხვილია

მათ თუ არა, მათ შვილებს და შვილიშვილებს შერცხვებათ

29 აპრილს რუსთაველზე იდგება კორუფცია, ტყუილი, გადაგდება, ფარისევლობა, კრიმინალი, სიბნელე, წარსული, მოსყიდვა, შანტაჟი, მონობა, ჩმორობა და ყველაფერი ნაგავი რასაც განასახიერებს დღევანდელი რუსეთი და საითაც მიაქანებს ივანიშვილი ამ ქვეყანას

აი ღარიბაშვილი იდგება

ამ რუსულ ნაგავში კოტრიალი ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის არჩევანია

გურამ მაჭარაშვილი: „საზოგადოება ცივილიზებულ სამყაროს კიდევ ერთხელ გააგონებს, რომ საქართველო არის შემდგარი სახელმწიფო, პოლიტიკურ ჭინკებს არავინ ეკითხება, ვინ სად შეიკრიბება“

მეორე მხარეს არის თავისუფლება, ღირსება, სიმართლე, წესიერება, კეთილდღეობა, გრძელვადიანი მშვიდობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსი და ყველაფერი ის რის გამოც გონიერ ადამიანებს უნდათ დასავლეთი ამ ქვეყანაში საკუთარი შვილებისთვის

ეს ქვეყანა არ გარუსდება

უბრალოდ გაიტანს ამ ნაგავს და მერე საპნით დაიბანს ხელებს“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე.

გიორგი ვაშაძე: „აუცილებლად ვეცდებით, ეს დღე მწვავე იყოს და იქნება კიდეც, 29 აპრილს რაც ხალხის მოთხოვნა იქნება, ოპოზიცია იმას გააკეთებს“

ფოტო: ტვ „ფორმულა“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g