LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: „ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი… შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ საქმიანობა და გამოყარონ, ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ“

105
ზურაბ ჯაფარიძე

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ გადაწყვეტილებას ბოიკოტის შეწყვეტასა და პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით, „ირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ეხმაურება.

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ბოიკოტს წყვეტს და პარლამენტში შედის

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ციხიდან გამოგზავნილ წერილში აღნიშნავს, „არაფერი მოულოდნელი ამ ნაბიჯში არ არის“.

„გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია „პარლამენტში“ შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ 2 სიტყვას, იქნებ დროზე გამოაღწიოს გარეთ.

1. არაფერი მოულოდნელი ამ ნაბიჯში არ არის. ისედაც გასაგები იყო, რომ 4 ოქტომბრის რუსების ცირკში გაფარჩაკების შემდეგ, მხოლოდ ამაში დაინახავდნენ პარტიის „ხსნას”.

2. თუმცა სინამდვილეში, ეს არ იქნება არანაირი ხსნა. იქნება 12 სკამზე დახამებული ადამიანის მიერ გახარიას აწ უკვე წარსულში არსებული რეიტინგის ბოლო გამოყენება პირადი მიზნებისთვის.

ამ ცირკის დასრულების შემდეგ ეგ ხალხი ზუსტად ისე გაქრება, როგორც გაქრნენ მეზვრიშვილი, ლილუაშვილი, ქემოკლიძე, დაუშვილი და სხვები, რომლებიც სანამ არსებობდა საპარლამენტო სკამის პერსპექტივა, აქეთ გვმოძღვრავდნენ და გვასწავლიდნენ – როგორ უნდა რეჟიმთან ბრძოლა.

(სად არიან? მოიგეს? ტაიმ-აუტი აქვთ აღებული?)

3. არაფერი სანერვიულო არ არის, ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ, როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი.

შეიძლება შეუშვან პარლამენტში, მერე აუკრძალონ პოლიტიკური საქმიანობა და გამოყარონ.

შეიძლება შეუშვან და სანამ რეჟიმის ეს პარლამენტად წოდებული ცირკი იარსებებს, შიგნით კენწლონ და აპარტახონ.

შეიძლება შეუშვან, გაზაფხულზე საკონსტიტუციო უმრავლესობაზე გათვლით ვადამდელი ჩაატარონ და ეგრე გამოყარონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, რუსები მათზე ფეხებს გაიწმენდენ. ეჭვი არ შეგეპაროთ ამაში.

ჩვენს ბრძოლაში ამით არსებითად არაფერი იცვლება.

ერთადერთი, ამ 25 ნომრიანი ბანერის წინ ჩატარებულ ყოველდღიურ, უშინაარსო და მხოლოდ მედიაში გამოჩენაზე გათვლილ ბრიფინგებს თუ არ დავუთმობთ ამდენ მედია ყურადღებას, უკეთესი იქნება ყველასთვის.

ასევე, „ცეცხლს დავანთებთ პარლამენტში“ დამაკლდა…“ – აღნიშნულია ზურაბ ჯაფარიძის წერილში.

გახარიას გადაწყვეტილება წამომეწია “პარლამენტში” შესვლასთან დაკავშირებით და ბარემ დავწერ 2 სიტყვას, იქნებ დროზე…

Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 21 ოქტომბერი, 2025

„ტემუდან“ გამოწერილმა ჩინურმა „ქოცებმა“ მიიღეს გადაწყვეტილება რეჟიმს პირი მობანონ, ისინი არიან ხელფასს დახამებული მონები – ანა წითლიძე გახარიას პარტიაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g