პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეროვნული ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
ჯაფარიძე Facebook-ზე ეროვნული ნაკრების მწრთვნელის, თანაშემწის ემოციურ ფოტოს აქვეყნებს და წერს:
„გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის“. – წერს ზურაბ ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.
გუშინდელი დღიდან ბევრი კადრი დაგვრჩება მეხსიერებაში კიდევ დიდხანს. ეს ერთერთია: სანიოლის თანაშემწე, ტუნისელი ადელ ჩედლი, პენალტების დროს ლოცულობს საქართველოს გამარჯვებისთვის
Posted by Zurab Girchi Japaridze on Wednesday 27 March 2024
