LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში“

209
ზურა ხაჩიძე (2)

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, აბუ-დაბიში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე დაკავებული არიან.

„მითხრეს, რომ ზარქუა და სანიკიძე დაკავებული არიან დუბაიში. ხვალ ექნებათ სასამართლო. (მგონი ის მესამეც, ეგ ზუსტად არ ვიცი)“, – წერს ჯაფარიძე.

ფორტუნას ინფორმაციით, ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე ამ წუთებში დაკითხვაზე იმყოფებიან. დეტალებს საგარეო საქმეთა სამინისტროში ვარკვევთ.

ვიდეო: ვიქტორ სანიკიძე, ირაკლი ზარქუა და ლაშა გაბიტაშვილი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – რა კადრებს ავრცელებს ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიდან

შეგახსენებთ, აბუ-დაბიში, „ქართული ოცნების“ დეპუტატები ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე და გელა სამხარაული მოქალაქე ლაშა გაბიტაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა. შემთხვევა სასტუმროს სასადილოში მოხდა. კადრებში ჩანს, რომ ლაშა გაბიტაშვილს, სადილობის დროს, ირაკლი ზარქუამ საჭმელი შეაყარა და ფიზიკურად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ჩხუბში ვიქტორ სანიკიძე ჩაერთო.

მოგვიანებით, ლაშა გაბიტაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა სადაც ამბობს, რომ მომხდარი წინა დღეს მომხდარ ფაქტს უკავშირდება, რა დროსაც მან ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს „რუსი მონა“ უწოდა.

ვიდეო: „ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, როდესაც ჩემს ოჯახს, ჩემს ახლობლებს ეხებიან, ყოველთვის გავცემთ პასუხს! მადლობა გვერდში დგომისთვის!“ – ირაკლი ზარქუას და ვიქტორ სანიკიძის მიმართვა აბუ-დაბიდან

ვიდეო: „ზარქუამ ხელი გაარტყა ტელეფონს და შეურაცხყოფა მომაყენა! მინდოდა მეთქვა რომ ისინი ასე მშვიდად ვერ იცხოვრებენ, ახალი არჩევნებია ჩასანიშნი და ხალხია გამოსაშვები ციხიდან“ – ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბიში მომხდარზე წერს და კადრებს გვიზიარებს

„ჯერ უნდა იუზრდელოს, იპროვოკატოროს, იძველბიჭოს და მერე ამაზე პასუხს თუ მიიღებს, ამის შემდეგ პასტა და ფურცელი არ გააგდოს პოლიციაში ხელიდან – ეს არის ნაცი პროვოკატორის ქცევის წესი, რომელიც ტრენდად უნდათ რომ აქციონ“ – მამუკა მდინარაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g