LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და რუსეთისთვის ძალიან მარტივი სამიზნე გახდება, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა“

142
ზურაბ ჯაფარიძე

„სამწუხაროა, საბოლოოდ, ეს არის ინდიკატორი იმისა, რომ ივანიშვილი საკუთარ მიზანს აღწევს“, – ამ განცხადებით „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ 31- ევროპარლამენტარის მიმართვა შეაფასა და თქვა, რომ საზოგადოებამ არ უნდა დაუშვას, ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღოს.

მისი მოსაზრებით, საქართველო სულ უფრო და უფრო ექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და გახდება ძალიან მარტივი სამიზნე რუსეთისთვის, როგორც ეს ისტორიის განმავლობაში არაერთხელ ყოფილა.

იაგო ხვიჩია: „ნებისმიერი „ფაფხური“ უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლების გადაბარების პროცესს აფერხებს და ამაში ჯიუტდებიან, თორემ ხალხმა ხელისუფლების ცვლილების გადაწყვეტილება უკვე გამოიტანა“

31 ევროპარლამენტარი ჯოზეფ ბორელს მიმართავს: „შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი, გადაიხედოს EU-ს მხრიდან საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის და სამთავრობო პროგრამების დაფინანსება“

„მოგიწოდებთ, დაიკავოთ მტკიცე პოზიცია და მიიღოთ შემდგომი ზომები, რომლებიც გაუგზავნის მკაფიო სიგნალს საქართველოს ხელისუფლებას.“

„ჩვენდა სამწუხაროდ, თუ ეს „რუსული კანონი“ მიღებული იქნება, მსგავსი არა მხოლოდ მოწოდებები და განცხადებები, არამედ ნაბიჯები დასავლეთის მხრიდან სულ უფრო და უფრო მეტი იქნება.

ამის გააზრებით უნდა გამოვიდეთ ქუჩაში და ხელი შევუშალოთ იმას, რომ ეს კანონპროექტი არ მიიღონ, ხოლო შემდეგ გავუშვათ „ოცნება“ ხელისუფლებიდან”,- განაცხადა ჯაფარიძემ.

ოხანაშვილი: გამჭვირვალობის კანონპროექტს განვიხილავთ 13 მაისს – ბრწყინვალე შვიდეულში მაინც მოერიდეთ სიცრუის გავრცელებას