LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ჯაფარიძე: „ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ“

126
ზურაბ ჯაფარიძე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პატიმრობაში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან მიმართვას ავრცელებს.

ზურაბ ჯაფარიძეს 7-თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ზურაბ ჯაფარიძე 17 სექტემბრით დათარიღებული წერილით გარკვეულ ოპოზიციურ პარტიებს მიმართავს და წერს: „ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე „ქოცები“ ევროინტეგრაციისთვის“.

„ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ ბოლოში მიამატოთ ხოლმე – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, რომ სიტყვის მასალად მიყენებთ და ამით ცდილობთ გააკეთილშობილოთ საკუთარი საქციელი.

ერთი თქვენ იბრძვით მაგისთვის და მეორე ქოცები ევროინტეგრაციისთვის.

ჩემით ნუ მოიხოცავთ, მოკლედ“, – აღნიშნულია ზურაბ ჯაფარიძის „ფეისბუკის“ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.

ზურაბ ჯაფარიძე: „ან ყველა ვიბრძვით ყოველდღე, ყოველ წამს, სანამ არ ვიგებთ, ან სიყალბის ნაწილი ვართ“

ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები ყოველ მეორე გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების…

Posted by Zurab Girchi Japaridze on სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g