„ზურაბ ჯაფარიძე თავისუფალია!“, – ამის შესაახებ ინფორმაცია ზურაბ ჯაფარიძის სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„პენიტენციურმა სამსახურმა გაფრთხილებულ დროზე ადრე გამოუშვა და მან რუსთავის ციხე უკვე დატოვა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.
