ზურაბ პატარაძის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დამტკიცება იქნება საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”აჭარის ტელევიზიისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, პატარიძის კანდიდატურააზე პოლიტიკური გემოვნება ცალკე არ ფიქსირდება.
” პოლიტიკური გემოვნება ასე ცალკე ვერ ფიქსირდება. არა იმიტომ, რომ ვინმეს უნდა, ან არ უნდა, კონსტიტუცია ამბობს ასე. როდესაც იყო წარდგენილი ზურაბ პატარაძე, ეს იყო საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს მთავრობის პოლიტიკური გემოვნება” – აღნიშნა პრეზიდენტმა.