LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ სიხარულიძე: „ნუ გამომიხტებით ახლა ქართული ღვინის და სუფრის პატრიოტები, ალკოჰოლიზმი ჩვენი ქვეყნის უბედურებაა…“

636
zurasixarulidzenewss20

ექიმი ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე წერს იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება ალკოჰოლიზმია და ამას არავინ აღიარებს.

გთავაზობთ ცნობილი ექიმის სტატუსს ამ თემაზე:

„ალკოჰოლიზმი არის ჩვენი ქვეყნის დიდი უბედურება, რომელსაც, სამწუხაროდ, არავინ აქცევს ყურდღებას. არცერთი კვლევა არ ჩატარებულა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენ ადამიანს აქვს ალკოჰოლზე დამოკიდებულების პრობლემა. არასოდეს სახელდება ციფრები, რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ალკოჰოლური თრობის დროს, რამდენ მძღოლს ჩამოერთვა მართვის მოწომობა იმავე მიზეზით, რამდენი ძალადობისა და გაუპატიურების შემთხვევა იყო  ალკოჰოლური თრობის ქვეშ, რამდენი ოჯახი მალავს, რომ მისი ოჯახის წევრს აქვს ალკოჰოლთან პრობლემები და რას ჩადის თრობის დროს მომხმარებელი და ა.შ. ამ სიის გაგრძლება შეიძლება უსასრულობამდე. არ ვაღიარებთ, რომ ალკოჰოლი არის პრობლემა და აჩენს აგრესიას, ძალადობას.

ბოლოს დატრილებული ტრაგედიებიც არის ისევ და ისევ ალკოჰოლური თრობის ქვეშ ჩადენილი. საზოგადოება, რომელსაც აქვს პრობლემები, ცდილობს, ალკოჰოლით მოიხსნას დეპრესია, გუნებ-განწყობის დაქვეითება, უძილობა, კომუნიკაციის პრობლემები, კომლექსები. ფსიქიკური პრობლემის უამრავი სახის წამლადაც ალკოჰოლს მოიაზრებენ.

არა, ალკოჰოლი არ არის ანტიდეპრესანტი, პირიქით, დეპრესანტია და აღრმავებს ყველაფერს, რაც ზევით ჩამოვთვალე. ალკოჰოლიზმი ვერაგი დაავადებაა, რომელიც ანგრევს ადამიანის ფსიქიკას და ჯანმრთელობას. ის არის ყველაზე საშიში ნარკოტიკი. ოღონდ ნუ გამომიხტებით ახლა ქართული ღვინის და სუფრის პატრიოტები. ძალიან კარგად ვიცი ზემოხსენებულის „ტრადიციების“ ფასიც, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება სერიოზულ დაფიქრებას და სახელმწიფო ჯანდაცვის პილიტიკის შეცვლას მოითხოვს ალკოჰოლთან დაკავშირებით, ამიტომ დავფიქრდეთ და მივხედოთ ამ პრობლემას, სანამ წავგვლეკა მისით გამოწვეული ძალადობის შემთხვევებმა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g