LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ სოტკილავას თბილისში 23 სექტემბერს დაკრძალავენ

46

კულტურის სამინისტროს ცნობით, ცნობილ ქართველ მომღერალს, ზურაბ სოტკილავას თბილისში, 23 სექტემბერს დაკრძალავენ. მას საქართველოში 20 სექტემბერს ჩამოასვენებენ, მანამდე კი სამოქალაქო პანაშვიდი მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართება. თბილისში პანაშვიდები შედგება მომღერლის ბინაში, შემდეგ კი თბილისის ოპერის თეატრის წითელ დარბაზში.

ზურაბ სოტკილავა 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები