LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ტყემალაძე: საბანკო სექტორი ისედაც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს

186
საბანკო სექტორი ისედაც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს და მოგების გადასახადისგან სხვა სექტორების გათავისუფლება უფრო მნიშვნელოვანია. ამის შესახებ ,,ფორტუნას“ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძემ განუცხადა.
,,მოგების გადასახადისგან გათავისუფლება უფრო საწარმოო მიმართულებით უნდა იყოს, რომლებიც ამ დაზოგილი თანხით რეინვესტირებას განახორციელებენ, ტექნოლოგიებს შეიძენენ და წარმოების ამუშავებას შეუწყობენ ხელს. ეკონომიკაში ჩატოვებული თანხა უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს“, – განაცხადა ტყემალაძემ.
მისივე თქმით, როდესაც საგადასახადო სისტემა დაინერგა, ბანკებისთვის მოგების გადასახადი უფრო მაღალი იყო და თუ საწარმოო მიმართულებით მოგების გადასახადი 10% იყო, ბანკები 25%-ს იხდიდნენ. ეს დიფერენცირება მიღებულია არამარტო საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებშიც.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g