LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ზურაბი თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა“ – დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა

412
fot (1)

თბილისში, ჩუ­ღუ­რე­თის რა­ი­ონ­ში ერთ-ერთ ქუ­ჩას ილუ­ზი­ო­ნისტ ზუ­რაბ ვა­და­ჭ­კო­რი­ას სა­ხე­ლი ეწო­და. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს წევ­რი, ჩუღურეთის რაიონის მა­ჟო­რი­ტარ­ი დე­პუ­ტატი, ზუ­რაბ ჩიკ­ვი­ლა­ძე ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საუბარია გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ქუ­ჩის მო­ნაკ­ვეთ­სა და გი­ორ­გი ჩი­ტა­ი­ას ჩიხზე.

„ზურაბ ვადაჭკორია თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა ის.

ჩემთვის, როგორც ჩუღურეთის რაიონის მკვიდრისთვის და ამ რაიონის მაჟორიტარისთვის, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ზურაბ ვადაჭკორიას სახელის უკვდავსაყოფად ჩვენს რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და გიორგი ჩიტაიას ჩიხს, ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭა.

აღნიშნული საკითხის შესწავლის პროცესში, ჩემი როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჩართულობით განხორციელდა ქუჩის შერჩევა.

ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი ამ პროცესში იყო ჩართული.

 

 

✔️მივესალმები თბილისის საკრებულოს სხდომის დღევანდელ გადაწყვეტილებას.

ზურაბ ვადაჭკორია თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს…

Posted by ზურაბ ჩიკვილაძე • Zurab Chikviladze on პარასკევი, 25 აგვისტო, 2023

 

 

ზურაბ ვადაჭკორიამ პირველმა შემოიტანა და დაამკვიდრა საქართველოში საილუზიო ხელოვნების კულტურა.

იყო აშშ-ის საერთაშორისო ილუზიონისტთა საძმოს, ბრნოს ილუზიონისტთა კლუბის წევრი, საქართველოს ილუზიონისტთა კლუბის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, 2000 წელს ღირსების ორდენის კავალერი,“ –

ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია, 2018 წელს,  57 წლის ასაკში ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g