აშშ-ის მომავალი მინისტრებისთვის ძირითადი „მესიჯის” გადაცემა შევძელი – ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა, – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Atlantic Council-ის შეხვედრაზე განაცხადა.
„ინაუგურაციამდე შესაძლებლობა მქონდა დავსწრებოდი რამდენიმე წინასაინაუგურაციო მიღებას, რომლებიც ამ ქალაქში მიმდინარეობდა. ამ ღონისძიებებზე კაბინეტის რამდენიმე მინისტრთან წარმადგინეს, რომლებიც ჯერ დამტკიცებული არ არიან სენატის მიერ, მაგრამ ეს პირველი კონტაქტები იყო.
ასე რომ, როგორც ეს ძირითადად ხდება მსგავს პირველ კონტაქტებზე, მე წარმადგინეს და მათთვის ჩემი ძირითადი „მესიჯის” გადაცემა შევძელი, კერძოდ, საქართველო როგორც არასდროს საჭიროებს თავისი ამერიკელი მეგობრების ყურადღებას, ვინაიდან ვითარება იქ გადამწყვეტია, რეალურად გარდამტეხ წერტილში ვართ – ან უკან რუსეთში შეგვათრევენ ან გზას გავაგრძელებთ, რომელიც დამოუკიდებლობიდან იყო საქართველოს გზა. გზის, რომელშიც ამერიკული როლი არსებითი მნიშვნელობისა იყო, ჩვენი ინსტიტუტების, ჩვენი ჯარის შექმნის, კონსოლიდაციის მხრივ, და ზოგადად ქვეყნის დამოუკიდებლობის მხრივ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.